Sharesave ამჟამად 2024 წლისთვის დაკეტილია
ჩვენ უკვე აღარ ვიღებთ ამ წლის Sharesave-ის განცხადებებს.
თქვენ მომავალში გასაწევრიანებლად 2025 წელს დაგპატიჟებენ თუ Sharesave-ის ში გაწევრიანების შეთავაზება ისევ ძალაში იქნება.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ისეთი რამის ნაწილი, სადაც თქვენს მცდელობებს არა მარტო Flutter-ის წარმატებაში შეაქვს წვლილი, არამედ თქვენც პირადად გაჯილდოვებთ.
ჩვენ ვაშენებთ ინკლუზიურ სამუშაო ადგილს, სადაც თქვენ თავს დაფასებულად და აღიარებულად იგრძნობთ. ამიტომ გვიხარია შემოგთავაზოთ Sharesave – მარტივი გზა ჩვენი გლობალური წარმატების გასაზიარებლად.
Sharesave გაძლევთ შესაძლებლობას შეიძინოთ Flutter აქციები ფასდაკლებით ან გამოიტანოთ თქვენი დანაზოგი. დაზოგეთ თქვენი ადგილობრივი ექვივალენტიდან €12 თვეში პირდაპირ თქვენი ხელფასიდან სამი წლის განმავლობაში და ბოლოს მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენი დანაზოგი გამოიყენოთ Flutter აქციების ფასდაკლებით საყიდლად თუ გამოიტანოთ ანგარიშიდან. არჩევანი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.
ეს თქვენი შანსია მიიღოთ სარგებელი ჩვენი კომპანიის ზრდასთან ერთად. Sharesave ღიაა ყველა უვადო და ფიქსირებულ ვადიანი ხელშეკრულების მქონე თანამშრომლებისთვის, თუ თქვენ შემოგვიერთდით 2024 წლის 26 ნოემბრამდე.
დაზოგეთ პირდაპირ თქვენი თვიური ხელფასიდან 3 წლის განმავლოაბში
აირჩიეთ ფიქსირებული ყოველთვიური დანაზოგი
€12 და €500 -ს შორის
შეგიძლიათ აქციები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ
დატოვეთ ნებისმიერ დროს ან დააპაუზეთ დაზოგვა 6 თვემდე დროით
აქციის ფასი ფასდაკლებულია 25%-ით
განცხადების ფანჯარა
გამოტანილია თქვენი პირველი დანაზოგი
დაასრულეთ დაზოგვა
გადაწყვიტეთ თუ რა გააკეთოთ თქვენი დანაზოგით
Sharesave გაიხსნა ფასდაკლებით აქციის ფასით £163.73. რიკს მოეწონა მისი მოქნილობა და სიმარტივე, ამიტომ იგი გაწევრიანდა და დაზოგა თვეში €50.
სამი წლის შემდეგ, რიკს ჰქონდა €1,800 ოდენობის დანაზოგი. ამ დროისთვის Flutter-ის აქციის ფასი გაიზარდა £220-მდე
რიკმა გადაწყვიტა გამოეტენებინა დანაზოგი აქციების ფასდაკლებით საყიდლად. მისი €1,800 გადაიცვლება ბრიტანულ ფუნტში (£), გაცვლითი კურსით 0.83, რაც მას £1,494-ს აძლევს. ამით მას შეუძლია იყიდოს 9 Flutter აქცია (£1,494 ÷ £163.73).
თუ იგი გადაწყვეტს გაყიდოს ყველა აქცია ახალი Flutter აქციის ფასად, ისინი ეღირება £1,980 (9 აქცია x £220 თითო აქცია). ეს უკან გადაგვყავს ევროებში გაცვლითი კურსით 1.19, რაც მას მისცემს €2,356.20 (£1,980 x 1.19). ეს იქნება €556.20 მოგება (€2,356.20 - €1,800), რაც არის დაახლოებით 30%-იანი მოგება.
რიკს სურს აქციის მფლობელის უპირატესობებით სარგებლობა, ამიტომ იგი წყვეტს დაიტოვოს თავისი აქციები და იმედი აქვს რომ მისი მოგება გაიზრდება Flutter-ის ზრდის შედეგად.
ეს მაგალითი არ ითვალისწინებს ნებისმიერ ცვლილებას გაცვლით კურსში სამწლიანი დაზოგვის პერიოდის განმავლობაში. თუ გაცვლითი კურსის შედეგად ადგილობრივი დანაზოგი არ იქნება საკმარისი მაქსიმუმი რაოდენობის აქციების საყიდლად, რიკს შეუძლია შეიძინოს უფრო ცოტა აქციები ან ზოგიერთ შემთხვევაში დაამატოს თავის დანაზოგს და შეიძინოს აქციების მაქსიმუმი რაოდენობა.
გახსოვდეთ, რომ წარსულში მიღწეული წარმატება აუცილებლად არ ნიშნავს მომავალ წარმატებას. ინვესტიციების წარმატება არ არის გარანტირებული და ნებისმიერი ინვესტიციის ფასი შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დანაზოგი სრულად Sharesave-ის დროს ან ბოლოს.
ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, ამიტომ კარგია იმის ცოდნა, რომ Sharesave-ს შეუძლია თქვენს პირად გარემოებებს მოერგოს. გამოიყენეთ კალკულატორი თქვენი Sharesave-ის სანახავად – მოდელირება გაუკეთეთ სხვადასხვა სცენარებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ეს კალკულატორი მხოლოდ საჩვენებლადაა, რადგანაც არსებობს მომავალში ვარიაციები, რომლის წინასწარმეტყველებაც არ შეიძლება.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ საინფორმაციო ღილაკებს თვითოეულ სექციაში.
Capital Gains Tax (CGT)
მინიმუმი და მაქსიმუმი შესატანი რაოდენობა ფიქსირებულია Sharesave-ში გაწევრიანების პერიოდამდე ფიქსირებული კონვერტაციის ფასით.
ამ კალკულატორის დანარჩენი დამოკიდებულია მიმდინარე სავალუტო კურსზე: £1.00 = €1.1992 (ბოლო განახლება: 2024-11-25).
ეს წარმოადგენს თქვენ 'თვიური დანაზოგის რაოდენობას' რომელიც გამრავლებულია 36 თვეზე (3 წელი).
ეს წარმოადგენს თქვენს 'მთლიან დანაზოგს'.
ნაჩვენები რაოდენობა დამყარებულია მიმდინარე სავალუტო კურსზე: £1.00 = €1.1992 (ბოლო განახლება: 2024-11-25), რომელიც შეიძლება შემდეგში შეიცვალოს.
თუ ფასი დაეცემა, თქვენ გადაიყვანთ თქვენს დანაზოგს უფრო ნაკლებ ბრიტანულ ფაუნდში და იყიდით უფრო ნაკლებ აქციებს. მაგრამ თუ სავალუტო კურსი გაუმჯობესდება თქვენს სასარგებლოდ, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ყველა თქვენთვის გამოყოფილი აქცია და ნებისმიერი დარჩენილი ნაღდი თანხა დაგიბრუნდებათ.
ფასდაკლებული ფასი განსაზღვრულია თვითოეული Sharesave პერიოდის დაწყებამდე. ეს არის ჩვენი საბაზრო აქციის ფასი ამ პერიოდში 25%-იანი ფასდაკლებით.
თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ მთლიანი აქციების ყიდვა, და არა ნაწილის, ამიტომ აქციების ყიდვისთვის გამოყენებული თანხა ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე 'მთლიანი გამოყოფილი თანხა აქციების საყიდლად'
იმის გამო, რომ მხოლოდ მთლიანი აქციების ყიდვაა შესაძლებელი, ნებისმიერ დარჩენილი რაოდენობა, რომელიც ვერ გამოიყენეთ აქციების საყიდლად, დაგიბრუნდებათ.
ეს წარმოადგენს განსხვავებას 'მთლიან აქციების საყიდლად გამოყოფილ თანხასა' და 'ფასდაკლებით აქციების ფასს' შორის.
ეს არის “შესაძენად ხელმისაწვდომი ჯამური თანხა”, გაყოფილი “ფასდაკლებული აქციის ფასზე” – დამრგვალებული უახლოეს მთელ აქციამდე.
ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალ აქციის ფასებს, მაგრამ ეს მოდელი იყენებს მიმდინარე აქციის ფასს როგორც საწყის ბაზას.
შეგიძლიათ რაოდენობა გაზარდოთ ან შეამციროთ იმისათვის, რომ ნახოთ თუ როგორ გავლენას მოახდენს მომავალი აქციის ფასში ცვლილებები თქვენი აქციების პოტენციურ ღირებულებას თუ მათ თქვენი დანაზოგით შეიძენთ.
ეს წარმოადგენს თქვენს 'მთლიან აქციებს' რომელიც დაანგარიშებულია 'მიმდინარე / მიახლოებით აქციის ფასზე'.
ეს წარმოადგენს 'მიახლოებით მომავალ ღირებულებას' 'ფასდაკლებით აქციის ფასის ღირებულების' გამოკლებით.
ეს რაოდენობა შეიძლება დაბეგრილი იყოს.
Sharesave არის თანხის დასაზოგი გეგმა, რომელიც საშუალებას იძლევა 3 წლის განმავლობაში ყოველ თვეს შეინახოთ ფიქსირებული თანხა, პირდაპირ თქვენი ხელფასიდან. შენახვის პერიოდის ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ დანაზოგი გამოიყენოთ Flutter აქციის საყიდლად ფასდაკლებით, ან სურვილისამებრ, შეგიძლიათ თქვენი დანაზოგი უკან აიღოთ. ეს წარმოადგენს ფულის დაზოგვის მარტივ გზას და პოტენციურად სარგებელს, თუ კომპანიის აქციის ფასი გაიზრდება.
თუ გაგიგიათ პროგრამის, "დაზოგეთ ხელფასი (SAYE)" შესახებ, ეს იგივე სააქციო გეგმაა, რაც Sharesave, უბრალოდ სხვა დასახელებით.
მარტივად რომ ვთქვათ, სააქციო გეგმა წარმოადგენს თქვენს შესაძლებლობას აქციების ყიდვით ფლობდეთ იმ კომპანიის ნაწილს, სადაც თქვენ მუშაობთ.
არსებობს სააქციო გეგმის სხვადასხვა სახეობები, რომლებსაც სხვადასხვა მახასიათებლები გააჩნიათ, და კომპანიები შეარჩევენ იმ გეგმას, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება მათი კლიენტების და ბიზნესების საჭიროებებს.
Sharesave წარმოადგენს ჩვენს მიერ შერჩეულ სააქციო გეგმას, რომელსაც Flutter ოჯახი სთავაზობს.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თვეში* €12-დან €500-მდე ნებისმიერი ნომინალის დაზოგვა.
*ან ადგილობრივ ვალუტაში ექვივალენტი.
თუ თქვენ უკვე მონაწილეობთ წინა წლის Sharesave პროგრამაში, თქვენი გაერთიანებული ყოველთვიური დანაზოგი ყველა აქტიურ გეგმაში არ შეიძლება იყოს ჯამურად €500-ზე მეტი. თუ თქვენ ამ წელს უკვე დაასრულეთ Sharesave და არ გამოგიტოვებიათ არც-ერთი გადახდა, ეს ყოველთვიური დანაზოგი აღარ ჩაითვლება ლიმიტში და არ იქნება გათვალისწინებული ჯამურ ლიმიტში.
გაითვალისწინეთ, რომ 6 თვემდე შეგიძლიათ დააპაუზოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ შეამციროთ ან გაზარდოთ ყოველთვიური რაოდენობა მას შემდეგ, რაც პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი დასრულდება.
აქციების შეძენის საბოლოო რაოდენობა დამოკიდებულია სამ რამეზე:
იმისათვის, რათა გაიგოთ თუ რამდენი აქციის შეძენა შეგიძლიათ, ისარგებლეთ ჩვენი კალკულატორით.
თქვენი დანაზოგი გროვდება ევროში და კონვერტირდება ბრიტანულ ფუნტში დაზოგვის პერიოდის ბოლოს აქციის საყიდლად. თუ გაცვლითი კურსი უფრო მეტია იმაზე, როდესაც დაიწყეთ, თქვენ შეიძლება უფრო ნაკლები აქციის ყიდვა მოახერხოთ, ვიდრე გეგმავდით. თქვენ შეიძლება ასევე გქონდეთ არჩევანი დაამატოთ თქვენს დანაზოგს, რათა შეიძინოთ იმ აქციების სრული რაოდენობა, რასაც თავდაპირველად გეგმავდით. მაგრამ თუ სავალუტო კურსი უფრო გაზრდილია, შეგიძლიათ განაწილებული აქციების სრული რაოდენობა შეიძინოთ.
თქვენ შეიძენთ Flutter Entertainment plc. აქციებს. ეს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული და ბრიტანულ ფუნტში ხდება მათი გაცვლა.
ჩვენი ამჟამინდელი აქციის ფასი და მისი ისტორიული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
მანამ, სანამ თვითოეული Sharesave-ის პერიოდი დაიწყება, ჩვენ ვადგენთ ფასდაკლების რაოდენობას. ეს წარმოადგენს Flutter აქციის საბაზრო ფასს ამ დროისთვის, 25%-იანი ფასდაკლებით.
თუ თქვენი Sharesave-ის ბოლოს საბაზრო ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ფასდაკლება, შეგიძლიათ თქვენი დანაზოგი გამოიყენოთ აქციების ამ ფასდაკლებით საყიდლად. თუ საბაზრო ფასი უფრო დაბალია, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ თქვენი დანაზოგი აიღოთ უკან.
პროცენტის გადახდა შეიძლება დანაზოგზე, მაგრამ ეს დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე და თქვენი დანაზოგის პროვაიდერის წესებზე.
გაითვალისწინეთ, რომ დანაზოგზე გადახდილი ნებისმიერი პროცენტი არ მიიღება მხედველობაში, როდესაც მოხდება იმ აქციების რაოდენობის დაანგარიშება, რომლის ყიდვაც თქვენ შეგიძლიათ.
თუ თქვენ უკვე ხართ Sharesave-ში, მაინც შეგიძლიათ ამ წელს გაწევრიანება. მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი:
იხილეთ Sharesave ბროშურაში ცხრილი 'რესურსების' განყოფილების ქვეშ.
თუ თქვენ Barclays ანგარიშის გამოყენებით ზოგავთ თანხას, თქვენი დანაზოგი უსაფრთხოდ შეინახება დეპოზიტორის კომპენსაციის სქემის მიხედვით.
თუ თქვენ თქვენი დამსაქმებლის ადგილობრივი დანაზოგის კომპანიით ზოგავთ თანხას, გირჩევთ Sharesave-ში გაწევრიანებამდე გადახედოთ მომსახურების პირობებს.
Sharesave ღიაა ყველა კოლეგისთვის, მიუხედავად იმისა, მუდმივი თანამშრომელი ხართ თუ ფიქსირებული დროით. ყოველ წელს მხოლოდ კონკრეტულ პერიოდამდე უნდა იყოთ დასაქმებული მანამ, სანამ Sharesave გაიღება – ამ თარიღს ჩვენს კომუნიკაციებში შეგატყობინებთ. თუ თქვენ წელს არ გიწევთ, არ ინერვიულოთ, Sharesave მომავალ წელს დაბრუნდება!
გაითვალისწინეთ, რომ Sharesave-ი არ არის კონტრაქტორებისთვის.
Sharesave-ში გაწევრიანება ყოველ წელს შეზღუდული დროის განმავლობაში შეიძლება, როგორც წესი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ვაგზავნით კომუნიკაციას, რათა ყველას შევატყობინოთ ინფორმაცია და ყველას ჰქონდეს დარეგისტრირების საშუალება.
თქვენ შეგიძლიათ Shareworks-ის, ჩვენი სააქციო გეგმის პლატფორმის საშუალებით გაწევრიანება. მისი ორგანიზატორია Morgan Stanley at Work, რომელიც ჩვენი აქციების გეგმის ადმინისტრატორს წარმოადგენს.
პირველად ზოგავთ?
ექაუნთის გააქტიურებას მოცემულ ლინკზე გადასვლით შეძლებთ: გააქტიურე ჩემი ექაუნთი
ანგარიშის გააქტიურებას "ჩემი კომპანიის ელექტრონული ფოსტით" ღილაკის არჩევით შეძლებთ. თუ თქვენ არ გაქვთ Flutter-ის ელექტრონული ფოსტა, მაშინ უნდა გამოიყენოთ პირადი ელექტრონული ფოსტა, რომელიც რეგისტრირებულია თქვენს ადგილობრივ HR სისტემაში
მას შემდეგ რაც შეიყვანთ სწორ ელექტრონულ ფოსტას, მიიღებთ იმეილს, რომელშიც ექაუნთის გასააქტიურებელი ლინკი იქნება მოცემული გთხოვთ, გაითვალისწინოთ: გააქტიურების პროცესის დასასრულებლად დაგჭირდებათ სპეციფიკური პირადი ინფორმაციის მიწოდება. (დაბადების თარიღი & გვარი).
დააჭირეთ ლინკს, რომ წვდომა მიიღოთ ვერსიფიკაციის გვერდზე და შეიყვანოთ საჭირო დამადასტურებელი ინფორმაცია.
როდესაც თქვენი პიროვნების ავტორიზაცია დადასტურდება, შექმენით შესვლის ID, მომხმარებლის სახელი და პაროლი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ არ გსურთ მომხმარებლის სახელის შექმნა, თქვენ მიიღებთ ანგარიშის ნომერს როგორც მომხმარებლის სახელს. თქვენი ანგარიშზე დაუყოვნებლივი წვდომა უზრუნველყოფილია.
თუ თქვენ ადრე Sharesave-ით არ დაგიზოგიათ თანხა, უდნდა დარეგისტრირდეთ Shareworks ანგარიშში, საიდანაც აქტივაციის ელ. ფოსტას გამოგიგზავნიან.ადრე დაგიზოგიათ თანხა?
თუ უკვე გაქვთ Shareworks ანგარიში, შედით სისტემაში არსებული მომხმარებლის სახელით და პაროლით.
დარეგისტრირდით ონლაინ ვებ-გვერდზე flutter.solium.com
თუ Sharesave-ში შეიტანთ განცხადებას თქვენი აპლიკაციის საქმეების განყოფილებაში – უბრალოდ დააწკაპუნეთ კონტრაქტზე განცხადების შეტანაზე.
არა, Sharesave-ში გაერთიანება არ მოახდენს გავლენას თქვენს ავადმყოფობის დროს აღებულ ხელფასზე, ორსულობისა და მშობიერობის გამო აღებული შვებულების ანაზღაურებასა, ან თქვენს ნებისმიერ სხვა დამსაქმებლის ბენეფიტზე.
თქვენ შეგიძლიათ თქვენი ანგარიშის აქტივაცია შემდეგ უნიკალურ ბმულზე დაწკაპუნებით: გაუკეთეთ ჩემს ანგარიშს აქტივაცია.
გაითვალისწინეთ, რომ უნდა ჩაწეროთ თქვენი გვარი და დაბადების თარიღი.
ამასთან ერთად, პროგრამაში პირველად შესვლისას, უნდა მიუთოთოთ თქვენი ტელეფონის ნომერი, რათა გაიაროთ Shareworks ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) პროცესი. ეს ეტაპი აუცილებელია, რათა თქვენ დაამატოთ საბანკო დეტალები და მოთხოვნა დარეტისტრირდეს მას შემდეგ რაც დაასრულებთ დაზოგვას.
თუ გაქვთ თქვენი ანგარიშის ავტორიზაციის მხრივ პრობლემები ან გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით Shareworks – იხილეთ ამ გვერდის 'დახმარების' განყოფილება.
თქვენ მიიღებთ Shareworks-დან შეტყობინებას მოწვევის პერიოდის დახურვისას, რომელიც დაგიდასტურებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმ აქციების რაოდენობა, რომელიც თქვენს ანგარიშზე შეგიძლიათ იყიდოთ დაზოგვის პერიოდის ბოლოს. ეს რაოდენობა ანგარიშდება თქვენს მიერ დაზოგილი რაოდენობის ფიქსირებული ფასდაკლებული რაოდენობით გაყოფით.
ის დარჩენილი თანხა, რომლითაც არ მოგივათ მთლიანი აქცია, დაგიბრუნდებათ ნაღდ ფულში. ამგვარად, ყველა თქვენი დანაზოგი ან გამოიყენება აქციების საყიდლად, ან პირდაპირ დაგიბრუნდებათ ანგარიშზე.
FX / სავალუტო კურსმა შეიძლება თქვენს Sharesave-ზე მოახდინოს გავლენა. თქვენ გადაიხადეთ სხვა ვალუტით და არა იმ ვალუტით რომლითაც Flutter აქციებით ვაჭრობა ხორციელდება (დიდი ბრიტანეთი ბრიტანული ფუნტი). თუ გადაწყვეტთ აქციების ყიდვას, იმ პერიოდის გაცვლითი კურსი განსაზღვრავს თუ რა რაოდენობის კონვერტაცია მოხდება დიდი ბრიტანეთის პაუნდებში და თუ რამდენი აქციის ყიდვა შეგეძლებათ.
არა. როდესაც შეარჩევთ თვიურ რაოდენობას, ეს რაოდენობა უნდა შეინარჩუნოთ მთლიანი სამი წლის განმავლობაში. მაგრამ თუ საჭირო გახდება, შეგიძლიათ დანაზოგის გაკეთება შეაჩეროთ 6 თვემდე.
დიახ, თუ საჭიროა, თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ დანაზოგის გაკეთება 6 თვემდე. ეს შეიძლება ერთი შესვენებით მოხდეს ან რამდენიმე მოკლე შესვენებით. უბრალოდ შეატყობინეთ საბუღალტრო განყოფილებას, როდესაც მოგინდებათ დაპაუზება და რამდენი ხნით.
ნებისმიერი შესვენების დრო დაემატება თქვენი სამწლიანი დაზოგვის პერიოდის ბოლოს, ასე რომ ყოველი დაპაუზებული თვე ნიშნავს დამატებითი თვით დაზოგვას. ეს ასევე დააყოვნებს იმ თარიღს, როდესაც თქვენი აქციების შეძენა შეგეძლებათ. თქვენ არ გექნებათ გადაუხდელი გადასახადების მოგვიანებით ანაზღაურების საშუალება ადრინდელი თარიღის მიწერით ან ზედმეტი გადახდის სახით.
თუ 6 თვეზე მეტ ხანს დაიცდით, თქვენი Sharesave დასრულდება – თქვენ დაგიბრუნდებათ თქვენი დანაზოგი.
დიახ, თქვენ შეგიძლიათ Sharesave ნებისმიერ დროს დატოვოთ და დაიბრუნოთ თქვენი დანაზოგი სრულად.
ადრე დასატოვებლად, უბრალოდ გააგზავნეთ მოთხოვნა Shareworks პლატფორმით.
გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ადრე წამოსვლას გადაწყვეტთ, აღარ გექნებათ აქციების ფასდაკლებით შეძენის საშუალება.
თქვენ შეგიძლიათ ადვილად ნახოთ და მართოთ თქვენი Sharesave პლატფორმაზე Shareworks.
თუ თქვენ დაკარგავთ თქვენს მომხმარებლის სახელს ან ანგარიშის ნომერს ან დაგავიწყდებათ თქვენი პაროლი, შედით Shareworks რეგისტრაციის გვერდზე და მიყევით ეკრანის ინსტრუქციებს, რათა თქვენი დეტალები თქვენს ელ-ფოსტაზე გამოიგზავნოს.
ნებისმიერი სხვა წვდომის მხრივ პრობლემების ქონის შემთხვევაში, დაუკავშირდით Morgan Stanley at Work-ს ბმულით სარეგისტრაციო გვერდზე 'დაგვიკავშირდით' ბმულის მეშვეობით.
თუ თქვენ სახელს ან მისამართს შეიცვლით, განაახლეთ თქვენი დეტალები თქვენს ადგილობრივ კადრების სისტემაში და ინფორმაცია Shareworks-ს ავტომატურად გაეგზავნება.
თუ გრძელვადიანი შვებულება გექნებათ (ოჯახის, ავადმყოფობის ან კარიერული შესვენების გამო) და თქვენი ხელფასი მაინც თქვენ ყოველთვიურ დანაზოგ თანხაზე მეტია, თქვენი დანაზოგის ჩარიცხვა ავტომატურად გაგრძელდება.
თუ თქვენი ხელფასი არ არის საკმარისი თქვენი დანაზოგის დასაფარად, ორი არჩევანი გექნებათ: შესვენება ან თქვენით გადახდა. დანაზოგის გასაგრძელებლად, წაიკითხეთ ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხები 'რესურსების' განყოფილებაში.
თქვენ აქციების ყიდვა ფასდაკლებით შეგეძლებათ თუ:
თუ შვებულების შემდეგ არ დაუბრუნდებით Flutter-ს, შეგიძლიათ გააუქმოთ Sharesave და თქვენი დანაზოგი სრულად დაიბრუნოთ, პროცენტის ჩათვლით (თუ შეესაბამება).
ჩვენ გული დაგვწყდება, მაგრამ თუ დატოვებთ Flutter-ს, თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ თქვენი დანაზოგის დაბრუნება.
თუ თქვენ იმ მიზეზით მიდიხართ, რომ პენსიაში გადიხართ გარკვეულ ასაკში, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გაქვთ ან ვერ მუშაობთ, თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ განაგრძოთ თანხის დაზოგვა შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დანაზოგი დაიბრუნოთ ან შეიძინოთ აქციების შეზღუდული რაოდენობა ფასდაკლების შეიძინოთ.
თუ აქ აღნიშნული მიზეზების გარდა რაიმე სხვა მიზეზით დატოვებთ სამსახურს ან წახვალთ თქვენ ამით ვერ ისარგებლებთ და მას ვადა გაუვა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თანხა სრულად დაიბრუნოთ პროცენტების ჩათვლით.
Flutter-ის დატოვების შემდეგ, მიიღებთ შეტყობინებას იხილოთ Shareworks-ის დეტალები იმ არჩევნების ჩათვლით რაც თქვენ გეკუთვნით.
თუ თქვენ Flutter-ის ფარგლებში სხვა კომპანიაში გადახვალთ თქვენი დანაზოგის გასაგრძელებლად. იხილეთ სახელმძღვანელო 'რესურსების' განყოფილებაში, სახელწოდებით 'Sharesave-ის გადატანის და გადახდის გაგრძელების სახელმძღვანელო'.
თუ სხვა ქვეყანაში გადახვალთ, Sharesave-ის სარგებელს დაექვემდებარება იმ ქვეყნის ადგილობრივი საგადასახადო წესები და ამაზე თქვენ გადასვლისას მოგცემენ ინფორმაციას.
არ არის ამაზე ფიქრი ადვილი მაგრამ თუ თქვენ გარდაიცვლებით Sharesave-ში თანხის დაზოგვისას, თქვენს დანაზოგზე დანამატი ავტომატურად შეწყდება. თქვენი პერსონალური წარმომადგენელი გადაწყვეტს:
FX / სავალუტო კურსმა შეიძლება თქვენს Sharesave-ზე მოახდინოს გავლენა. თქვენ გადაიხადეთ სხვა ვალუტით და არა იმ ვალუტით რომლითაც იცვლება Flutter აქციები (დიდი ბრიტანეთი ბრიტანული ფუნტი). თუ გადაწყვეტთ აქციების ყიდვას, იმ პერიოდის გაცვლითი კურსი განსაზღვრავს თუ რა რაოდენობის კონვერტაცია მოხდება დიდი ბრიტანეთის ფუნტებში და თუ რამდენი აქციის ყიდვა შეგეძლებათ.
როდესაც Sharesave-ში თანხის დაზოგვას დაასრულებთ, ექვსი თვე გექნებათ გადაწყვიტოთ თუ რისი გაკეთება გსურთ:
თუ აქციებს შეიძენთ, ისინი თქვენი იქნება და შეგიძლიათ:
თუ გადაწყვეტთ თქვენი აქციების ყიდვას და სასწრაფოდ გაყიდვას, მიღებული თანხის რაოდენობა დამოკიდებული იქნება Flutter-ის აქციების ფასზე იმ დროს, როდესაც მოითხოვთ აქციების ყიდვას. იმის გამო, რომ აქციის ფასი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ამ ექვსი თვის განმავლობაში, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როდის იქნება ამისთვის საუკეთესო დრო. რაც უფრო გაიზრდება აქციის ფასი ფასდაკლებული ფასიდან (25%-იანი ფასდაკლება) Sharesave-ის დასაწყისში, უფრო მეტი იქნება თქვენი ფულადი სარგებელი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გაცვლითი კურსი აქციების ყიდვის დროს განსაზღვრავს თუ როგორ დაკონვერტირდება ფასი ბრიტანულ ფუნტში და რამდენი აქციის ყიდვა შეგეძლებათ. ნებისმიერი გაყიდვიდან მიღებული თანხა იქნება ბრიტანულ ფუნტში, რომელიც თქვენს მიერ მოთხოვნილ ვალუტაში გადაიცვლება თქვენი საბანკო ანგარიშზე ტრანსფერის დროს.
დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი დანაზოგის დასრულებიდან არჩევანი Shareworks-ის პლატფორმაზე ექვსი თვის განმავლობაში უნდა გააკეთოთ.
თქვენს ქვეყანაში გადასახადი გადასახადის შესახებ დეტალებისთვის იხილეთ Sharesave-ის ბროშურაში ცხრილი, 'რესურსების' განყოფილების ქვეშ.
FX / სავალუტო კურსმა შეიძლება თქვენს Sharesave-ზე მოახდინოს გავლენა. თქვენ გადაიხადეთ სხვა ვალუტით და არა იმ ვალუტით რომლითაც იცვლება Flutter აქციები (დიდი ბრიტანეთი ბრიტანული ფუნტი). თუ გადაწყვეტთ აქციების ყიდვას, იმ პერიოდის გაცვლითი კურსი განსაზღვრავს თუ რა რაოდენობის კონვერტაცია მოხდება ბრიტანულ ფუნტში და თუ რამდენი აქციის ყიდვა შეგეძლებათ.
თქვენი გადაწყვეტილება დამოკიდებულია თქვენ პირად გარემოებაზე, აქციის ფასზე და გაცვლით კურსზე. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე შესაძლო შედეგი:
დაიმახსოვრეთ, აქციის ფასები შეიძლება მერყეობდეს, და ნებისმიერი სარგებელი აქციის გაყიდვისას შეიძლება გადასახადებს დაექვემდებაროს. შემდეგი შედეგები არ ითვალისწინებს გაცვლით კურსში ცვლილებებს.
აქ შეგიძლიათ თქვენს ანგარიშზე შესვლა: Shareworks
თქვენი Shareworks-ის ანგარიშზე შესვლის ან მართვის მხრივ დახმარებისთვის დაუკავშირდით ჯგუფს მორგან სტენლი სამსახურში:
შენიშვნა: მომსახურება მხოლოდ სტაციონალური და მობილური ტელეფონებიდანაა ხელმისაწვდომი. ეს ნომრები არ იმუშავებს ზუმით ან სხვა ინტერნეტ სატელეფონო ხაზით.
ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ ჟარგონს, მაგრამ თუ ამ ტერმინებს წააწყდებით, მათი მნიშვნელობა იხილეთ ქვემოთ:
ის რაოდენობა, რომლის დაზოგვასაც არჩევთ ყოველ თვეს, €12 და €500 შორის (თქვენ ადგილობრივ ექვივალენტში - რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ 'მთავარი ბენეფიტის' განყოფილებაში).
იმ დროის ხანგრძლივობა, როდესაც ზოგავთ თანხას – 3 წელი.
ეს თქვენ გაძლევთ უფლებას შეიძინოთ Flutter აქციების ფიქსირებული რაოდენობა ფიქსირებული ფასდაკლებით დაზოგვის დასრულებისას. მას ეწოდება 'არჩევანი' რადგანაც ეს თქვენი არჩევანია: თქვენ შეგიძლიათ ან იყიდოთ აქციები ან უკან წაიღოთ თქვენი დანაზოგი.
ფიქსირებული ფასი ყოველ წელს 25%-იანი ფასდაკლებითაა საბაზრო ღირებულებით სანამ გაწევრიანების ფანჯარა გაიღება. ეს ის ფასია, რომლითაც შეგიძლიათ აქციების შეძენა თქვენი დაზოგვის პერიოდის დასრულებისას.
ყოველ წელს დრო, როდესაც გარკვეულ თანამშრომლებს შეუძლიათ Sharesave-ში გაწევრიანება – როგორც წესი დაახლოებით 14 დღე. თქვენ ამ პერიოდში უნდა დარეგისტრირდეთ ან მომავალ წლამდე დაიცადოთ.
რეგისტრაციის ფანჯარა მას შემდეგ იხურება, რაც Sharesave-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად მიიღება და დადასტურდება.
ის თარიღი, როდესაც თქვენი სამწლიანი დაზოგვის პერიოდი სრულდება, და თქვენი შანსი შეიძინოთ აქციები ფასდაკლებით იწყება – თქვენ გაქვთ ამ თარიღიდან 6 თვე გადაწყვეტილების მისაღებად.
'მოთხოვნა' ნიშნავს აქციების საყიდლად მოთხოვნის გაკეთება. მოთხოვნის ფანჯარა წარმოადგენს 6-თვიან პერიოდს, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ აქციების ყიდვა ფასდაკლებით ან უკან გამოიტანოთ თქვენი დანაზოგი.
ჩვენ უკვე აღარ ვიღებთ ამ წლის Sharesave-ის განცხადებებს. თქვენ მომავალში გასაწევრიანებლად 2025 წელს დაგპატიჟებენ თუ Sharesave-ის ში გაწევრიანების შეთავაზება ისევ ძალაში იქნება.
თუ გაქვთ შეკითხვა, რომელსაც ჯერ არ გასცემია პასუხი, მიწერეთ ჯგუფს მისამართზე:
თქვენი Shareworks-ის ანგარიშზე შესვლის ან მართვის მხრივ დახმარებისთვის დაუკავშირდით ჯგუფს Morgan Stanley at Work:
+1 403 515 3909
შენიშვნა: მომსახურება მხოლოდ სტაციონალური და მობილური ტელეფონებიდანაა ხელმისაწვდომი. ეს ნომრები არ იმუშავებს ზუმით ან სხვა ინტერნეტის სატელეფონო ხაზით.